ონლაინ სერვისი ნოტარიატში 2009 წლიდან დაინერგა და თავიდანვე მომხმარებლის დიდი დაინტერესება გამოიწვია. მოქალაქეებისთვის (განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის) ნოტარიულად დამოწმებული განცხადებისა და მინდობილობა/რწმუნებულების მიღების პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა, შესაბამისად, მათ დროისა და ხარჯის დაზოგვის საშუალება მიეცათ.
წლეულს გაზრდილია, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მაჩვენებლიც. 9 თვის განმავლობაში ნოტარიუსების მიერ 889 სააღსრულებო ფურცელი გაიცა. გასულ წელს, ამავე პერიოდში - 217 სააღსრულებო ფურცელი. 2010 წლის პირველი აპრილიდან მოქალაქეს საშუალება აქვს სააღსრულებო ფურცელი გამარტივებული წესით აიღოს. ანუ ნოტარიუსთან იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას, თუკი მხარეები ხელშეკრულებაში სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობას მოითხოვენ, წარმოშობილი დავისას დაზარალებული მხარე სააღსრულებო ფურცელს პირდაპირ ნოტარიუსთან, სასამართლოს გარეშე, მიიღებს.
აღსანიშნავია საქორწინო ხელშეკრულებების სტატისტიკური მაჩვენებელიც. მართალია, საქართველოში დაქორწინებული წყვილი ნოტარიუსს საქორწინო ხელშეკრულების გასაფორმებლად იშვიათად მიმართავს, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, რაოდენობა გაზრდილია. 2010 წელს, მთელი წლის განმავლობაში, 4 საქორწინო ხელშეკრულება დამოწმდა, წელს, 9 თვეში - 8 ხელშეკრულებაა უკვე გაფორმებული.
2011 წელს ონლაინში 18 635 სანოტარო მოქმედება შესრულდა
წლეულს, 9 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ონლაინში შესრულებული სანოტარო მოქმედებების რიცხვმა, გასულ წელთან შედარებით, მკვეთრად იმატა. საქართველოს ტერიტორიაზე 2011 წელს დამოწმებული 1 050 237 სანოტარო აქტიდან 18 635 სანოტარო მოქმედება (მინდობილობა/რწმუნებულება, განცხადება) ინტერნეტის მეშვეობით შესრულდა. გასულ წელს კი, ამავე პერიოდში, ონლაინში 3 060 სანოტარო აქტი დამოწმდა.ონლაინ სერვისი ნოტარიატში 2009 წლიდან დაინერგა და თავიდანვე მომხმარებლის დიდი დაინტერესება გამოიწვია. მოქალაქეებისთვის (განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის) ნოტარიულად დამოწმებული განცხადებისა და მინდობილობა/რწმუნებულების მიღების პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა, შესაბამისად, მათ დროისა და ხარჯის დაზოგვის საშუალება მიეცათ.
წლეულს გაზრდილია, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მაჩვენებლიც. 9 თვის განმავლობაში ნოტარიუსების მიერ 889 სააღსრულებო ფურცელი გაიცა. გასულ წელს, ამავე პერიოდში - 217 სააღსრულებო ფურცელი. 2010 წლის პირველი აპრილიდან მოქალაქეს საშუალება აქვს სააღსრულებო ფურცელი გამარტივებული წესით აიღოს. ანუ ნოტარიუსთან იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას, თუკი მხარეები ხელშეკრულებაში სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობას მოითხოვენ, წარმოშობილი დავისას დაზარალებული მხარე სააღსრულებო ფურცელს პირდაპირ ნოტარიუსთან, სასამართლოს გარეშე, მიიღებს.
აღსანიშნავია საქორწინო ხელშეკრულებების სტატისტიკური მაჩვენებელიც. მართალია, საქართველოში დაქორწინებული წყვილი ნოტარიუსს საქორწინო ხელშეკრულების გასაფორმებლად იშვიათად მიმართავს, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, რაოდენობა გაზრდილია. 2010 წელს, მთელი წლის განმავლობაში, 4 საქორწინო ხელშეკრულება დამოწმდა, წელს, 9 თვეში - 8 ხელშეკრულებაა უკვე გაფორმებული.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished