კონკურსზე გამარჯვებულები სტაჟირებას გაივლიან ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში. სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს სწავლების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს.
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები:
1. კონკურსი ჩატარდება ტესტირების ფორმით ზოგად უნარებში.
2. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, ქმედუნარიან პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;
3. პირები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა (რომელიც მოიცავდა პროფესიულ ნაწილს და ზოგად უნარ-ჩვევებს) ჩაირიცხებიან უგამოცდოდ.
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სააპლიკაციო ფორმა (იხ. მეორე გვერდი)
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი (ზომით 3X4).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა სამდივნოში და/ან ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს აღნიშნული საბუთები.
სტაჟირების გადასახდელი საფასურის ოდენობაა 600 ლარი. აღნიშნულ თანხას სტაჟიორი გადაიხდის სასწავლო ცენტრში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) წარმოადგინეთ მისამართზე: ქ. თბილისი, აკ.წერეთლის გამზ. №142 ან გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tjalagania@notary.ge
არასრული საბუთების წარდგენის შემთხვევაში მსურველები კონკურსზე არ დაიშვებიან.
სააპლიკაციო ფორმა
ტესტების ნიმუშები
ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსობის მსურველებისთვის სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს. საბუთები მიიღება მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით.კონკურსზე გამარჯვებულები სტაჟირებას გაივლიან ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში. სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს სწავლების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს.
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები:
1. კონკურსი ჩატარდება ტესტირების ფორმით ზოგად უნარებში.
2. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, ქმედუნარიან პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;
3. პირები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა (რომელიც მოიცავდა პროფესიულ ნაწილს და ზოგად უნარ-ჩვევებს) ჩაირიცხებიან უგამოცდოდ.
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სააპლიკაციო ფორმა (იხ. მეორე გვერდი)
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი (ზომით 3X4).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა სამდივნოში და/ან ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს აღნიშნული საბუთები.
სტაჟირების გადასახდელი საფასურის ოდენობაა 600 ლარი. აღნიშნულ თანხას სტაჟიორი გადაიხდის სასწავლო ცენტრში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) წარმოადგინეთ მისამართზე: ქ. თბილისი, აკ.წერეთლის გამზ. №142 ან გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tjalagania@notary.ge
არასრული საბუთების წარდგენის შემთხვევაში მსურველები კონკურსზე არ დაიშვებიან.
სააპლიკაციო ფორმა
ტესტების ნიმუშები
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished