შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სანოტარო მოქმედებათა ელექტრონულ რეესტრზე, რომელიც საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს. ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ სტუმრებს დეტალურად გააცნო ელექტრონულ ბაზაში სანოტარო აქტის დარეგისტრირების პროცედურა და ელექტრონული რეესტრის უპირატესობა.
„2009 წლიდან ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ქაღალდზე აღარ ასრულებს და ელექტრონულ ბაზაში არეგისტრირებს. ერთიანი ელექტრონული რეესტრის არსებობა ნოტარიუსს საშუალებას აძლევს, მოქალაქეს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მოემსახუროს. ამასთან, შექმნილია სამემკვიდრეო საქმეებისა და ანდერძების არქივის ელექტრონული ბაზაც. შესაბამისად, მოქალაქეს ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისით სარგებლობა ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე შეუძლია, პალატის არქივში დაცული დოკუმენტაციის დამოწმებული ასლის მიღება შესაძლებელია, როგორც სანოტარო პალატაში, ასევე, იუსტიციის სახლებსა და სანოტარო ბიუროებშიც,“ - განაცხადა ნინო ხოფერიამ.
საუბარი შეეხო, აგრეთვე, ონლაინ სერვისებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც სანოტარო მოქმედება ონლაინ რეჟიმში სრულდება. წელს, 9 თვის განმავლობაში, ინტერნეტის მეშვეობით 14189 მინდობილობა/რწმუნებულება და 4275 განცხადება დამოწმდა.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატას უცხოელი კოლეგების დელეგაცია ხშირად სტუმრობს. საქართველოში მომსახურების სფეროში განხორციელებული რეფორმები დიდ დაინტერესებას იწვევს.
ყაზახეთის დელეგაცია ნოტარიატში დანერგილ ელექტრონულ სერვისებს გაეცნო
საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ყაზახეთის დელეგაცია ესტუმრა. ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ სტუმრებს საქართველოში ნოტარიატის სფეროში განხორციელებული რეფორმები და მიღწევები გააცნო.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სანოტარო მოქმედებათა ელექტრონულ რეესტრზე, რომელიც საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს. ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ სტუმრებს დეტალურად გააცნო ელექტრონულ ბაზაში სანოტარო აქტის დარეგისტრირების პროცედურა და ელექტრონული რეესტრის უპირატესობა.
„2009 წლიდან ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ქაღალდზე აღარ ასრულებს და ელექტრონულ ბაზაში არეგისტრირებს. ერთიანი ელექტრონული რეესტრის არსებობა ნოტარიუსს საშუალებას აძლევს, მოქალაქეს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მოემსახუროს. ამასთან, შექმნილია სამემკვიდრეო საქმეებისა და ანდერძების არქივის ელექტრონული ბაზაც. შესაბამისად, მოქალაქეს ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისით სარგებლობა ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე შეუძლია, პალატის არქივში დაცული დოკუმენტაციის დამოწმებული ასლის მიღება შესაძლებელია, როგორც სანოტარო პალატაში, ასევე, იუსტიციის სახლებსა და სანოტარო ბიუროებშიც,“ - განაცხადა ნინო ხოფერიამ.
საუბარი შეეხო, აგრეთვე, ონლაინ სერვისებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც სანოტარო მოქმედება ონლაინ რეჟიმში სრულდება. წელს, 9 თვის განმავლობაში, ინტერნეტის მეშვეობით 14189 მინდობილობა/რწმუნებულება და 4275 განცხადება დამოწმდა.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატას უცხოელი კოლეგების დელეგაცია ხშირად სტუმრობს. საქართველოში მომსახურების სფეროში განხორციელებული რეფორმები დიდ დაინტერესებას იწვევს.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished