პირველ დღეს სტუმრები ბათუმის იუსტიციის სახლს ეწვივნენ და მის კონცეფციასა და სერვისებს გაეცნენ. იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდია, რომელშიც გაერთიანებულია იუსტიციის სამინისტროში შემავალი სამსახურების: ნოტარიუსთა პალატის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ბიუროს, ეროვნული არქივის, საკანონმდებლო მაცნეს სერვისები.
იუსტიციის სახლებში მოქალაქე ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისით სარგებლობს. პალატის არქივში უფლებამოსილებაშეწყვეტილი და გარდაცვლილი ნოტარიუსების სანოტარო დოკუმენტაცია ინახება და ამ დოკუმენტების დამოწმებული ასლები გაიცემა. აღნიშნული მომსახურების მიღება უკვე ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე შეიძლება. მოქალაქეს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტის დამოწმებული ასლის მიღება შეუძლია, როგორც იუსტიციის სახლში, ასევე, ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარი ბიუროებში.
იუსტიციის სახლის გარდა, სტუმრებმა დღეს სანოტარო ბიუროებიც მოინახულეს. დღის ბოლოს კი ქალაქის ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს.
ესტონელი ნოტარიუსების ვიზიტი თბილისში ნოტარიუსთა პალატაში შეხვედრით დასრულდება.
ესტონელი ნოტარიუსები საქართველოში ნოტარიატის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებს ეცნობიან
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ესტონელ კოლეგებს მასპინძლობს. ესტონელი ნოტარიუსები ოთხი დღის განმავლობაში, 24 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე, საქართველოში ნოტარიატის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებს გაეცნობიან.პირველ დღეს სტუმრები ბათუმის იუსტიციის სახლს ეწვივნენ და მის კონცეფციასა და სერვისებს გაეცნენ. იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდია, რომელშიც გაერთიანებულია იუსტიციის სამინისტროში შემავალი სამსახურების: ნოტარიუსთა პალატის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ბიუროს, ეროვნული არქივის, საკანონმდებლო მაცნეს სერვისები.
იუსტიციის სახლებში მოქალაქე ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისით სარგებლობს. პალატის არქივში უფლებამოსილებაშეწყვეტილი და გარდაცვლილი ნოტარიუსების სანოტარო დოკუმენტაცია ინახება და ამ დოკუმენტების დამოწმებული ასლები გაიცემა. აღნიშნული მომსახურების მიღება უკვე ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე შეიძლება. მოქალაქეს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტის დამოწმებული ასლის მიღება შეუძლია, როგორც იუსტიციის სახლში, ასევე, ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარი ბიუროებში.
იუსტიციის სახლის გარდა, სტუმრებმა დღეს სანოტარო ბიუროებიც მოინახულეს. დღის ბოლოს კი ქალაქის ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს.
ესტონელი ნოტარიუსების ვიზიტი თბილისში ნოტარიუსთა პალატაში შეხვედრით დასრულდება.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished