სწავლება იმერეთის რეგიონის სანოტარო ბიუროს თანამშრომელთათვის

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრმა  „ეფექტურ მომსახურებასა და კომუნიკაციაში“ სწავლება იმერეთის რეგიონში მდებარე სანოტარო ბიუროების თანამშრომლებისთვისაც ჩაატარა.
სწავლების მიზანს მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესება წარმოადგენს. სამდღიანი სასწავლო კურსი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებს ეფექტური მომსახურებისა და კომუნიკაციისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევეის გამომუშავებაში დაეხმარება. სწავლება თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ მუშაობასაც მოიცავს.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი სანოტარო ბიუროს თანამშრომელთა სწავლებას განაგრძობს.