იუსტიციის სახლში იუსტიციის სამინისტროში შემავალი სამსახურების: ნოტარიუსთა პალატის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საკანონმდებლო მაცნეს სერვისები იდეურად და სისტემურად არის გაერთიანებული. აქ მისული მოქალაქე ერთ სივრცეში იღებს მისთვის საჭირო ყველა მომსახურებას, მას აღარ უწევს სხვადასხვა უწყებაში სიარული.
იუსტიციის სახლებში მოქალაქე ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისით სარგებლობს. პალატის არქივში უფლებამოსილებაშეწყვეტილი და გარდაცვლილი ნოტარიუსების სანოტარო დოკუმენტაცია ინახება და ამ დოკუმენტების დამოწმებული ასლები გაიცემა. აღნიშნული მომსახურების მიღება უკვე ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე შეიძლება.
იუსტიციის სახლის კონცეფციის პრეზენტაცია სანოტარო ბიუროს თანამშრომლებისთვის
საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში იუსტიციის სახლის კონცეფციის პრეზენტაცია ამჯერად სანოტარო ბიუროების თანამშრომლებისთვის გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის ნოტარიატის სამმართველოს უფროსმა დავით მაისურაძემ მათ იუსტიციის სახლის კონცეფცია და სერვისები გააცნო.იუსტიციის სახლში იუსტიციის სამინისტროში შემავალი სამსახურების: ნოტარიუსთა პალატის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საკანონმდებლო მაცნეს სერვისები იდეურად და სისტემურად არის გაერთიანებული. აქ მისული მოქალაქე ერთ სივრცეში იღებს მისთვის საჭირო ყველა მომსახურებას, მას აღარ უწევს სხვადასხვა უწყებაში სიარული.
იუსტიციის სახლებში მოქალაქე ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისით სარგებლობს. პალატის არქივში უფლებამოსილებაშეწყვეტილი და გარდაცვლილი ნოტარიუსების სანოტარო დოკუმენტაცია ინახება და ამ დოკუმენტების დამოწმებული ასლები გაიცემა. აღნიშნული მომსახურების მიღება უკვე ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე შეიძლება.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished