იუსტიციის სახლი სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც ნოტარიუსთა პალატის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები იდეურად და სისტემურად არის გაერთიანებული, რაც საშუალებას იძლება, რომ მოქალაქემ ყველა სერვისი ერთ სივრცეში მიიღოს.
იუსტიციის სახლებში მოქალაქე ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისით სარგებლობს. პალატის არქივში უფლებამოსილებაშეწყვეტილი და გარდაცვლილი ნოტარიუსების სანოტარო დოკუმენტაცია ინახება და ამ დოკუმენტების დამოწმებული ასლები გაიცემა. აღნიშნული მომსახურების მიღება უკვე ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე შეიძლება. მოქალაქეს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტის დამოწმებული ასლის მიღება შეუძლია, როგორც იუსტიციის სახლში, ასევე, ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარი ბიუროებში.
ნოტარიუსთა პალატაში იუსტიციის სახლის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დღეს პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებისთვის იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდის - იუსტიციის სახლის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის ნოტარიატის სამმართველოს უფროსმა დავით მაისურაძემ, როგორც იუსტიციის სახლის ელჩმა, მათ იუსტიციის სახლის კონცეფცია და სერვისები დეტალურად გააცნო. პრეზენტაციას იუსტიციის სამინისტროს სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.იუსტიციის სახლი სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც ნოტარიუსთა პალატის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები იდეურად და სისტემურად არის გაერთიანებული, რაც საშუალებას იძლება, რომ მოქალაქემ ყველა სერვისი ერთ სივრცეში მიიღოს.
იუსტიციის სახლებში მოქალაქე ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისით სარგებლობს. პალატის არქივში უფლებამოსილებაშეწყვეტილი და გარდაცვლილი ნოტარიუსების სანოტარო დოკუმენტაცია ინახება და ამ დოკუმენტების დამოწმებული ასლები გაიცემა. აღნიშნული მომსახურების მიღება უკვე ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე შეიძლება. მოქალაქეს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტის დამოწმებული ასლის მიღება შეუძლია, როგორც იუსტიციის სახლში, ასევე, ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარი ბიუროებში.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished