სწავლება სანოტარო ბიუროს თანამშრომლებისთვის

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასაწავლო ცენტრში ტარდება სანოტარო ბიუროების თანამშრომელთა  სწავლება „ეფექტურ მომსახურებასა და კომუნიკაციაში“.  სწავლების მიზანია ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. სამდღიანი სასწავლო კურსი  მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ მუშაობას; სრულდება სხვადასხვა სახის როლური თამაშები და კეთდება მათი ვიდეოჩანაწერები. აღნიშნული ვიდეოჩანაწერების შემდგომ განხვილვა სწავლების მონაწილეებს მომსახურების უნარ-ჩვევების უკეთ ათვისებაში ეხმარება.
სწავლება „ეფექტურ მომსახურებასა და კომუნიკაციაში“ სანოტარო ბიუროს თანამშრომლებს დაეხმარება მოქალაქესთან კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწაში და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაზრდის  მომსახურების ეფექტურობას.
სანოტარო ბიუროების თანამშრომლები აღნიშნულ სწავლებას ეტაპობრივად გაივლიან და სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი მათ შესაბამის სერტიფიკატებს გადასცემს.