ნოტარიუსის სტაჟიორები გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩნენ. მათ ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სწავლების ხუთთვიანი თეორიული კურსი უკვე გაიარეს და პრაქტიკულ სწავლებაზე გადავიდნენ.
როგორც ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ აღნიშნა, 2009 წლიდან ნოტარიუსები და ნოტარიუსთა პალატა სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ელექტრონული ბაზით სარგებლობენ. „ეს ნოტარიუსს საშუალებას აძლევს მოქალაქეს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მოემსახუროს. პირადობის მოწმობებისა და საპასპორტო მონაცემთა ელექტრონული ბაზა განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება ონლაინ მომსახურებაში. ინტერნეტის მეშვეობით სანოტარო მოქმედების შესრულების პროცესში ნოტარიუსი მოქალაქის პირადობის იდენტიფიცირებას სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის მეშვეობით ახდენს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ, ნოტარიუსის სტაჟიორებს, სამომავლოდ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გამოცდილება უკვე მიღებული ექნებათ,“ - განაცხადა ნინო ხოფერიამ.
სამოქალაქო რეესტრის შემდეგ სტაჟიორები პრაქტიკულ სწავლებას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოშიც გაივლიან. ნოტარიუსები სანოტარო მოქმედებების შესრულებისას, ასევე, აქტიურად იყენებენ აღნიშნული უწყებების მონაცემთა ელექტრონულ ბაზებს.
ნოტარიუსის სტაჟიორები სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქმიანობას ეცნობიან
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის 42 სტაჟიორი იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში სასწავლო პრაქტიკას გაივლის. ნოტარიუსის სტაჟიორები სამოქალაქო რეესტრის საქმიანობას ერთი კვირის განმავლობაში გაეცნობიან.ნოტარიუსის სტაჟიორები გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩნენ. მათ ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სწავლების ხუთთვიანი თეორიული კურსი უკვე გაიარეს და პრაქტიკულ სწავლებაზე გადავიდნენ.
როგორც ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ აღნიშნა, 2009 წლიდან ნოტარიუსები და ნოტარიუსთა პალატა სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ელექტრონული ბაზით სარგებლობენ. „ეს ნოტარიუსს საშუალებას აძლევს მოქალაქეს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მოემსახუროს. პირადობის მოწმობებისა და საპასპორტო მონაცემთა ელექტრონული ბაზა განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება ონლაინ მომსახურებაში. ინტერნეტის მეშვეობით სანოტარო მოქმედების შესრულების პროცესში ნოტარიუსი მოქალაქის პირადობის იდენტიფიცირებას სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის მეშვეობით ახდენს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ, ნოტარიუსის სტაჟიორებს, სამომავლოდ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გამოცდილება უკვე მიღებული ექნებათ,“ - განაცხადა ნინო ხოფერიამ.
სამოქალაქო რეესტრის შემდეგ სტაჟიორები პრაქტიკულ სწავლებას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოშიც გაივლიან. ნოტარიუსები სანოტარო მოქმედებების შესრულებისას, ასევე, აქტიურად იყენებენ აღნიშნული უწყებების მონაცემთა ელექტრონულ ბაზებს.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished