ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 28-მა სტუდენტმა სანოტარო საქმიანობის პრაქტიკული სასწავლო კურსი სანოტარო ბიუროებში გაიარა. სწავლება ორთვიანი იყო. პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად, სტუდენტებს გააცნეს სანოტარო საქმიანობასა და კანონმდებლობაში დანერგილი ცვლილებები და სიახლეები.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის 2010 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ნოტარიუსთა პალატამ გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს სტუდენტთა პრაქტიკული სწავლება სანოტარო ბიუროებში.
„სანოტარო ბიუროში გავლილი პრაქტიკა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სამომავლოდ პროფესიულ წინსვალაში შეუწყობს ხელს. მით უმეტეს, თუკი ნოტარიუსის პროფესიას აირჩევენ,“ - განაცხადა ნინო ხოფერიამ.
ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, ნოტარიუსთა პალატამ თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტთანაც გააფორმა. ნოტარიუსთა პალატა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის პრაქტიკულ სწავლებას მომავალშიც განაგრძობს.
ნოტარიუსთა პალატამ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა
საქართველოს ნოტარიუსთა პლატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 28-მა სტუდენტმა სანოტარო საქმიანობის პრაქტიკული სასწავლო კურსი სანოტარო ბიუროებში გაიარა. სწავლება ორთვიანი იყო. პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად, სტუდენტებს გააცნეს სანოტარო საქმიანობასა და კანონმდებლობაში დანერგილი ცვლილებები და სიახლეები.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის 2010 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ნოტარიუსთა პალატამ გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს სტუდენტთა პრაქტიკული სწავლება სანოტარო ბიუროებში.
„სანოტარო ბიუროში გავლილი პრაქტიკა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სამომავლოდ პროფესიულ წინსვალაში შეუწყობს ხელს. მით უმეტეს, თუკი ნოტარიუსის პროფესიას აირჩევენ,“ - განაცხადა ნინო ხოფერიამ.
ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, ნოტარიუსთა პალატამ თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტთანაც გააფორმა. ნოტარიუსთა პალატა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის პრაქტიკულ სწავლებას მომავალშიც განაგრძობს.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished