როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ ლალი გზირიშვილმა აღნიშნა, შვიდშვილიანი, ხელმოკლე ოჯახისთვის 240 ლარის ღირებულების სასურსათო ვაუჩერები გარკვეული შეღავათი იქნება. „ნოტარიუსთა პალატა სასურსათო ვაუჩერების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემას განაგრძობს,“ - განაცხადა გზირიშვილმა.
ნოტარიუსთა პალატა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს ხშირად ეხმარება. პალატის წარმომადგენლებმა, დედის დღესთან დაკავშირებით, რვაშვილიან ოჯახს გასაშლელი დივანი და საკვები პროდუქტები მიუტანეს, საშობაოდ კი, ასევე, „ფონდ იავნანას“ რეკომენდაციით შერჩეულ ოჯახს მაცივარი აჩუქეს.
ნოტარიუსთა პალატა აქტიურად თანამშრომლობს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებთან და მოხუცთა თავშესაფრებთანაც.
ნოტარიუსთა პალატამ შვიდშვილიან ოჯახს სასურსათო ვაუჩერები გადასცა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ დევიძეების მრავალშვილიან ოჯახს ნოტარიუსთა კუთვნილი სასურსათო ვაუჩერები გადასცა. ოჯახი საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ რეკომენდაციით შეირჩა.როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ ლალი გზირიშვილმა აღნიშნა, შვიდშვილიანი, ხელმოკლე ოჯახისთვის 240 ლარის ღირებულების სასურსათო ვაუჩერები გარკვეული შეღავათი იქნება. „ნოტარიუსთა პალატა სასურსათო ვაუჩერების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემას განაგრძობს,“ - განაცხადა გზირიშვილმა.
ნოტარიუსთა პალატა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს ხშირად ეხმარება. პალატის წარმომადგენლებმა, დედის დღესთან დაკავშირებით, რვაშვილიან ოჯახს გასაშლელი დივანი და საკვები პროდუქტები მიუტანეს, საშობაოდ კი, ასევე, „ფონდ იავნანას“ რეკომენდაციით შერჩეულ ოჯახს მაცივარი აჩუქეს.
ნოტარიუსთა პალატა აქტიურად თანამშრომლობს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებთან და მოხუცთა თავშესაფრებთანაც.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished