დღეიდან საქართველოს ნოტარიუსთა პალატა განთავსდა ახალ მისამართზე: წერეთლის გამზ. №142 („სამთო ქიმიის“ შენობა, მეოთხე სართული).
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებს ახალი ოფისის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის მოქალაქეზეა ორიენტირებული, „ნოტარიუსთა პალატა ამისი ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითია. პალატის ახალი გარემო ემსახურება ორ მიზანს: თანამშრომელთათვის უფრო კომფორტული სამუშაო პირობები შეიქმნება და მოქალაქეები მიიღებენ სრულყოფილ, სწრაფ მომსახურებას“, - განაცხადა ვაშაძემ.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის ნინო ხოფერიას თქმით, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ადმინისტრაციული შენობა, მოქალაქეთა კომფორტული მისაღები ნოტარიუსთა პალატის მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს. „ამასთან, ახალ ოფისში განთავსდა ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი, რომლის ფუნქციასაც ნოტარიუსის სტაჟიორთა მომზადება და ნოტარიუსთა კვალფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა წარმოადგენს“, - აღნიშნა ხოფერიამ.
ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი სწორედ მოქალაქეზე ორიენტირებაა, აქედან გამომდინარეობს სამომავლო მიზანიც - გასულ წლებში დაწყებული რეფორმების სრულყოფა და მომსახურების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ნოვაციების დანერგვა სანოტარო საქმიანობაში.
ბოლო წლებში ნოტარიუსთა პალატის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, ნოტარიატში დაინერგა ბევრი ისეთი სიახლე, რამაც სანოტარო მომსახურება მოქალაქეთათვის უფრო ხელმისაწვდომი, გამარტივებული, ეფექტური და ხარისხიანი გახადა.
2009 წლის 17 აგვისტოდან საქართველოში მოქმედი ყველა ნოტარიუსი გადავიდა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სანოტარო აქტი, რაც ნოტარიუსთან ფორმდება, ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირდება.
ელექტრონული ბაზების არსებობამ ნოტარიუსებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს საშუალება მისცა მოქალაქეებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მოემსახურონ. ნოტარიუსთა პალატასა და საქართველოს მოქმედ ყველა ნოტარიუსს დღეს უკვე წვდომა აქვს სხვა და სხვა უწყების (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, მომსახურების სააგენტოს, ეროვნული არქივის...) მონაცემთა ბაზებთან. შესაბამისად, დასახელებული უწყებებიც სარგებლობენ სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული ბაზით.
საქართველოს მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ინტერნეტის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში სრულდება. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ონლაინ რეჟიმში დაამოწმოს ნებისმიერი სახის თანხმობა, განცხადება, მინდობილობა/რწმუნებულება; ამასთან, ნოტარიუსთა პალატაში უკვე შესაძლებელია სამართლებრივი კონსულტაციის ონლაინ რეჟიმში გაცემაც.
მოქალაქეთა მომსახურების გამარტივებას ემსახურება 2010 წელს დანერგილი სერვისი, რომელიც იპოთეკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავისას სააღსრულებო ფურცლის პირდაპირ ნოტარიუსთან, სასამართლოს გვერდის ავლით, მიღებას გულისხმობს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დღეიდან წერეთლის გამზ. №142-ში განთავსდა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ დღეს ახალი ადმინისტრაციული შენობის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები დაესწრნენ.დღეიდან საქართველოს ნოტარიუსთა პალატა განთავსდა ახალ მისამართზე: წერეთლის გამზ. №142 („სამთო ქიმიის“ შენობა, მეოთხე სართული).
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებს ახალი ოფისის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის მოქალაქეზეა ორიენტირებული, „ნოტარიუსთა პალატა ამისი ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითია. პალატის ახალი გარემო ემსახურება ორ მიზანს: თანამშრომელთათვის უფრო კომფორტული სამუშაო პირობები შეიქმნება და მოქალაქეები მიიღებენ სრულყოფილ, სწრაფ მომსახურებას“, - განაცხადა ვაშაძემ.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის ნინო ხოფერიას თქმით, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ადმინისტრაციული შენობა, მოქალაქეთა კომფორტული მისაღები ნოტარიუსთა პალატის მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს. „ამასთან, ახალ ოფისში განთავსდა ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი, რომლის ფუნქციასაც ნოტარიუსის სტაჟიორთა მომზადება და ნოტარიუსთა კვალფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა წარმოადგენს“, - აღნიშნა ხოფერიამ.
ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი სწორედ მოქალაქეზე ორიენტირებაა, აქედან გამომდინარეობს სამომავლო მიზანიც - გასულ წლებში დაწყებული რეფორმების სრულყოფა და მომსახურების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ნოვაციების დანერგვა სანოტარო საქმიანობაში.
ბოლო წლებში ნოტარიუსთა პალატის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, ნოტარიატში დაინერგა ბევრი ისეთი სიახლე, რამაც სანოტარო მომსახურება მოქალაქეთათვის უფრო ხელმისაწვდომი, გამარტივებული, ეფექტური და ხარისხიანი გახადა.
2009 წლის 17 აგვისტოდან საქართველოში მოქმედი ყველა ნოტარიუსი გადავიდა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სანოტარო აქტი, რაც ნოტარიუსთან ფორმდება, ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირდება.
ელექტრონული ბაზების არსებობამ ნოტარიუსებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს საშუალება მისცა მოქალაქეებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მოემსახურონ. ნოტარიუსთა პალატასა და საქართველოს მოქმედ ყველა ნოტარიუსს დღეს უკვე წვდომა აქვს სხვა და სხვა უწყების (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, მომსახურების სააგენტოს, ეროვნული არქივის...) მონაცემთა ბაზებთან. შესაბამისად, დასახელებული უწყებებიც სარგებლობენ სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული ბაზით.
საქართველოს მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ინტერნეტის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში სრულდება. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ონლაინ რეჟიმში დაამოწმოს ნებისმიერი სახის თანხმობა, განცხადება, მინდობილობა/რწმუნებულება; ამასთან, ნოტარიუსთა პალატაში უკვე შესაძლებელია სამართლებრივი კონსულტაციის ონლაინ რეჟიმში გაცემაც.
მოქალაქეთა მომსახურების გამარტივებას ემსახურება 2010 წელს დანერგილი სერვისი, რომელიც იპოთეკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავისას სააღსრულებო ფურცლის პირდაპირ ნოტარიუსთან, სასამართლოს გვერდის ავლით, მიღებას გულისხმობს.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished