ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორებიც დაესწრნენ.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის ნინო ხოფერიას განცხადებით, ნოტარიუსის სტაჟიორებმა საკონსტიტუციო სამართლის სწავლება უკვე გაიარეს. „დღეს მათ შესაძლებლობა მიეცათ, კონსტიტუციის ერთ-ერთი უშუალო ავტორისგან მიიღონ ინფორმაცია საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ“, - აღნიშნა ხოფერიამ.
ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია მიზნად ისახავს ამომრჩეველზე ორიენტირებას, „რაშიც ნოტარიუსებმა გარკვეული მონაწილეობა უნდა მიიღონ, როგორც პროფესიონალებმა, ასევე მოქალაქეებმა,“ - განაცხადა დემეტრაშვილმა.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი გასული წლის აპრილიდან შეიქმნა. მის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას ნოტარიუსის სტაჟიორთა გადამზადება წარმოადგენს. ამჟამად ცენტრში სწავლებას გადის 45 სტაჟიორი, რომელნიც კონკურსის შედეგად შეირჩნენ. სწავლება რვათვიანია და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული სწავლება სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას გულისხმობს, პრაქტიკულ კურსს კი სტაჟიორები ნოტარიუსებთან სანოტარო ბიუროებში გაივლიან.
ნოტარიუსის სტაჟიორებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სემინარი ჩაუტარდათ
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებისთვის კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სემინარი გამართა.ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორებიც დაესწრნენ.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის ნინო ხოფერიას განცხადებით, ნოტარიუსის სტაჟიორებმა საკონსტიტუციო სამართლის სწავლება უკვე გაიარეს. „დღეს მათ შესაძლებლობა მიეცათ, კონსტიტუციის ერთ-ერთი უშუალო ავტორისგან მიიღონ ინფორმაცია საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ“, - აღნიშნა ხოფერიამ.
ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია მიზნად ისახავს ამომრჩეველზე ორიენტირებას, „რაშიც ნოტარიუსებმა გარკვეული მონაწილეობა უნდა მიიღონ, როგორც პროფესიონალებმა, ასევე მოქალაქეებმა,“ - განაცხადა დემეტრაშვილმა.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი გასული წლის აპრილიდან შეიქმნა. მის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას ნოტარიუსის სტაჟიორთა გადამზადება წარმოადგენს. ამჟამად ცენტრში სწავლებას გადის 45 სტაჟიორი, რომელნიც კონკურსის შედეგად შეირჩნენ. სწავლება რვათვიანია და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული სწავლება სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას გულისხმობს, პრაქტიკულ კურსს კი სტაჟიორები ნოტარიუსებთან სანოტარო ბიუროებში გაივლიან.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished