ნოტარიუსთა პალატა რვაშვილიან ოჯახს დაეხმარა'

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ბოლქვაძეების მრავალშვილიან ოჯახს, დედის დღესთან დაკავშირებით, საჩუქრები გადასცა. ოჯახს რვა შვილი ჰყავს, უმცროსი, ერთი წლის გაბრიელი საქართველოს პატრიარქის ნათლულია.
საჩუქრები (გასაშლელი დივანი, საკვები პროდუქტები) ოჯახის წევრთა სურვილისა და საჭიროების მიხედვით შეირჩა.
როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ განაცხადა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მრავალშვილიან ოჯახებს ხშირად ეხმარება. საშობაოდ პალატის წარმომადგენლებმა კენჭოშვილების ხუთშვილიან ოჯახს მაცივარი აჩუქეს. პალატა საქველმოქმედო ღონისძიებებს სისტემატურად აწყობს, აგრეთვე, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ხანდაზმულთა თავშესაფრების დასახმარებლად.