აღნიშნულ ქსელში ჩართულ ყველა ქვეყანას ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი, რომელსაც აქვს ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელზე წვდომა და ამ წარმომადგენლის მეშვეობით ხდება სხვადასხვა ქვეყნის ნოტარიუსებთან დაკავშირება და ინფორმაციის (სანოტარო საქმიანობის, საკანონმდებლო ბაზისა და ნოტარიუსთათვის საჭიროს სხვა ნებისმიერი ინფორმაციის) სისტემატურად გაცვლა.
მსოფლიო ქსელში ჩართვა საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ქართველ ნოტარიუსებსაც საშუალებას მისცემს გაეცნონ სხვა ქვეყნების სანოტარო სისტემას, გაიზიარონ კოლეგების გამოცდილება და მათაც გააცნონ ქართული ნოტარიატის მიღწევები და სიახლეები.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელში ჩაერთო
ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელი 2010 წლის ბოლოს შეიქმნა და სხვადასხვა ქვეყნის ნოტარიუსებს შორის კავშირის, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის გაადვილებას ისახავს მიზნად.აღნიშნულ ქსელში ჩართულ ყველა ქვეყანას ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი, რომელსაც აქვს ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელზე წვდომა და ამ წარმომადგენლის მეშვეობით ხდება სხვადასხვა ქვეყნის ნოტარიუსებთან დაკავშირება და ინფორმაციის (სანოტარო საქმიანობის, საკანონმდებლო ბაზისა და ნოტარიუსთათვის საჭიროს სხვა ნებისმიერი ინფორმაციის) სისტემატურად გაცვლა.
მსოფლიო ქსელში ჩართვა საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ქართველ ნოტარიუსებსაც საშუალებას მისცემს გაეცნონ სხვა ქვეყნების სანოტარო სისტემას, გაიზიარონ კოლეგების გამოცდილება და მათაც გააცნონ ქართული ნოტარიატის მიღწევები და სიახლეები.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished