ვიზიტის მიზანი გამოცდილების ურთიერთგაზიარება, კერძოდ, სანოტარო საქმისწარმოებაში დანერგილი სიახლეების გაცნობა იყო. ესტონეთშიც, საქართველოს მსგავსად, სანოტარო საქმისწარმოება ელექტრონული ფორმით ხორციელდება. ამ კუთხით ქართველმა და ესტონელმა ნოტარიუსებმა ერთმანეთს ბევრი ისეთი სიახლე გააცნეს, რისი დანერგვაც ელექტრონულ სანოტარო საქმისწარმოებას უფრო ეფექტურს გახდის. ამასთან, ესტონელი ნოტარიუსებისთვის ნოვაცია აღმოჩნდა სანოტარო მოქმედების პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის (ინტერნეტის) მეშვეობით შესრულების პრაქტიკა, რაც საქართველოში გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო.
ქართველმა და ესტონელმა ნოტარიუსებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის ნოტარიატის მიღწევები გააცნეს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაციის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში დასრულდა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა მოინახულეს ესტონეთის ნოტარიუსთა პალატა, სანოტარო არქივი, ტალინის სანოტარო ბიუროები, ასევე, ეწვივნენ ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს ინფოსისტემისა და რეგისტრაციის ცენტრს.ვიზიტის მიზანი გამოცდილების ურთიერთგაზიარება, კერძოდ, სანოტარო საქმისწარმოებაში დანერგილი სიახლეების გაცნობა იყო. ესტონეთშიც, საქართველოს მსგავსად, სანოტარო საქმისწარმოება ელექტრონული ფორმით ხორციელდება. ამ კუთხით ქართველმა და ესტონელმა ნოტარიუსებმა ერთმანეთს ბევრი ისეთი სიახლე გააცნეს, რისი დანერგვაც ელექტრონულ სანოტარო საქმისწარმოებას უფრო ეფექტურს გახდის. ამასთან, ესტონელი ნოტარიუსებისთვის ნოვაცია აღმოჩნდა სანოტარო მოქმედების პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის (ინტერნეტის) მეშვეობით შესრულების პრაქტიკა, რაც საქართველოში გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished