ნოტარიუსთა პალატამ ხუთშვილიან ოჯახს საშობაოდ ნატვრა აუხდინა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ მრავალშვილიან ოჯახს, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ რეკომენდაციით შეირჩა, საშობაო საჩუქრები გადასცა. ღონისძიებაში ცნობილმა მომღერალმა სოფო ხალვაშმაც მიიღო მონაწილეობა.
კენჭოშვილების ხუთშვილიან ოჯახს მაცივრის შეძენის საშუალება არ ჰქონდა. როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ ლალი გზირიშვილმა აღნიშნა, ნოტარიუსთა პალატამ საშობაოდ მათ  ნატვრა აუხდინა და ამ ოჯახის დახმარებას მომავალშიც გეგმავს.
ბავშვები ტკბილეულითაც დაასაჩუქრეს. პატარები სტუმრებს ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილები დახვდნენ და მათ საპატივცემულოდ ხალხური სიმღერები იმღერეს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა საქველმოქმედო ღონისძიებებს ხშირად აწყობს, აქტიურად თანამშრომლობს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებსა და ხანდაზმულთა პანსიონატთან.