ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდა

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი, ტესტირება პროფესიულ ნაწილში,  ჩატარდა. ტესტირებაზე 82 იურიდიული განათლების მქონე პირი მონაწილეობდა. გამოცდა მოიცავს მეორე ეტაპსაც: ტესტირებას ზოგად უნარებში (ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილში).
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ერთ-ერთი მთავარი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. ამჟამად საქართველოში 216 მოქმედი ნოტარიუსია. როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ აღნიშნა. იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300 ნოტარიუსით განისაზღვრა. შესაბამისად, 84 იურიდიული განათლების მქონე პირს აქვს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების  შესაძლებლობა.
ნოტარიუსთა რაოდენობის მატება ჯანსაღი კონკურენციის შექმნის პირობაა და შესაბამისად, სანოტარო მომსახურების ეფექტისა და ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.