საქველმოქმედო აქცია 1300 წელს გადაწერილი სახარების გადასარჩენად

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უერთდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ  დაწყებულ საქველმოქმედო აქციას, რომელიც  XIV საუკუნეში გადაწერილი სახარების გადასარჩენად ტარდება. 
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია 1300 წელს აფხაზეთში, მოქვის ტაძარში გადაწერილი სახარება, რომელიც ფურცლოვან ოქროზეა შესრულებული და უნიკალური მინიატურებითა და ორნამენტებით არის გაწყობილი. სახარება   სარესტავრაციოა. დროთა განმავლობაში ფურცვლოვანი ოქრო და საღებავები იშლება და ცვივა.
ნოტარიუსთა პალატამ შეიძინა ბილეთები საქველმოქმედო კონცერტ-მარათონზე, რომელიც კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მომღერლები და ანსამბლები. ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა მთლიანად სახარების რესტავრაციას მოხმარდება.