ნოტარიუსის სტაჟიორთა კონკურსის შედეგები

ნოტარიუსის სტაჟიორთა კონკურსი დასრულდა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის გადაწყვეტილებით, დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარი განისაზღვრა 60 ქულით. 310 მონაწილიდან კონკურსის ორივე ეტაპი 50-მა მათგანმა გაიარა. პირველ ეტაპზე ზოგად უნარებში ტესტირებაზე დადებითი შეფასება 93-მა კონკურსანტმა მიიღო, მეორე ეტაპზე პროფესიულ ტესტირებაზე - 50-მა კანდიდატმა.
კონკურსზე გამარჯვებულები სტაჟირებას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი, პალატის მიერ დადგენილი სასწავლო პროგრამის მიხედვით, გაივლიან.
სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს.
კონკურსის შედეგები