ნოტარიუსის სტაჟიორთა კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

ნოტარიუსის სტაჟიორთა კონკურსის პირველი ეტაპი (ტესტირება ზოგად უნარებში)  დასრულდა.  საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 310-მა უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირმა წარადგინა.
გამოცდის მეორე ეტაპზე ტესტირება პროფესიულ ნაწილში ჩატარდება.
სტაჟირება ერთ-ერთი წინაპირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებისთვის და მიზნად ისახავს შესაბამისი კადრების მომზადებას.
სტაჟიორთა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას უზრუნველყოფს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი. თეორიული სწავლება მოიცავს სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას, პრაქტიკულ კურსს კი სტაჟიორები ნოტარიუსებთან სანოტარო ბიუროებში გაივლიან.  სტაჟირება რვათვიანია. სწავლების დასრულების შემდეგ სტაჟიორებს  ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი სერტიფიკატებს გადასცემს.