ნოტარიუსის სტაჟიორთა სწავლება პირველ დეკემბერს დაიწყება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟიორთა სწავლება პირველ დეკემბერს დაიწყება.
სტაჟირებას კონკურსის შედეგად შერჩეული 52 კანდიდატი გაივლის. სტაჟირების თეორიული და პრაქტიკული  კურსი 8-თვიანია. თეორიული სწავლება მოიცავს სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას, პრაქტიკულ კურსს კი სტაჟიორები ნოტარიუსებთან სანოტარო ბიუროებში გაივლიან.
სტაჟირების ორივე ეტაპის გასავლელად საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობაა 600 ლარი. სტაჟიორებმა 2010 წლის პირველ დეკემბრამდე ნოტარიუსთა პალატაში (დავით აღმაშენებლის გამზ.№150)  უნდა წარმოადგინოს საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თანხა უნდა გადაიხადონ  შემდეგ ანგარიშზე:
ს.ს. „თიბისი ბანკი“;
საბანკო კოდი(მფო) – 22 01 01 819’
ანგარიშსწორების ანგარიში - GE90 TB71 1633 4080 1000 02.
მიმღები - სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“;
სტაჟიორები თეორიულ კურსს გაივლიან შემდეგ მისამართზე: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №53ა.