წლეულს სამ თვეში ონლაინ რეჟიმში 1620 სანოტარო მოქმედება შესრულდა

2010 წლის სამი თვის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებული  337 971 სანოტარო მოქმედებიდან 1620 სანოტარო აქტი ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტის მეშვეობით დამოწმდა. მათგან  1339 განცხადებაა, 281 კი მინდობილობა/რწმუნებულება. 
პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით  განცხადებების (ნებისმიერი სახის თანხმობის..) დამოწმების პრაქტიკა საქართველოში 2010 წლის 20 იანვრიდან, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დაინერგა; მინდობილობის/რწმუნებულების ონლაინ რეჟიმში დამოწმება კი სექტემბრიდან დაიწყო.
ონლაინ სერვისი  მოქალაქეს საშუალებას აძლევს გამარტივებული ფორმით, ზედმეტი დროისა და ხარჯის გარეშე მიიღოს სანოტარო მომსახურება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. მოქალაქეთა მხრიდან ონლაინ მომსახურებით დაინტერესებაზე ზემოთ აღნიშნული სტატისტიკაც მეტყველებს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა სტატისტიკურ მონაცემებს  სისტემატურად აღრიცხავს, რაც  იმის გაანალიზების საშუალებას იძლევა, მოქალაქეებს ყველაზე ხშირად რა სახის მომსახურების გაწევა სჭირდებათ.