როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ განაცხადა, ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა. „ნოტარიატის სისტემა მრავალმხრივად ვითარდება. სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას ნოტარიუსის სტაჟიორთა გადამზადება წარმოადგენს. სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს ნოტარიუსის სტაჟიორთა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას რვა თვის განმავლობაში. სტაჟიორები თეორიულ კურსს გაივლიან სასწავლო ცენტრის ოფისში, სადაც მათ მოწვეული სპეციალისტები წაუკითხავენ ლექციებს, სანოტარო პრაქტიკის გასავლელად სტაჟიორებს სანოტარო ბიუროებში ნოტარიუსებთან მიავლენენ.
ამჟამად გამოცხადებულია ნოტარიუსის სტაჟიორთა კონკურსი, რომლის პირველი ეტაპიც, ტესტირება ზოგად უნარებში, 4 ოქტომბერს ჩატარდება“, - აღნიშნა ხოფერიამ.
სტაჟირება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების ერთ-ერთი წინაპირობაა. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველო კანონის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება, დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
ნოტარიუსის სტაჟიორთა გადამზადების გარდა, სასწავლო ცენტრი ნოტარიუსთა პროფესიული სრულყოფის, მისი კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს, უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის სემინარის, სასწავლო კურსის, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებასა და დისკუსიების მოწყობას ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა შემცვლელი პირებისთვის, აგრეთვე, იმ პირთათვის რომლებიც ახორციელებენ სანოტარო მოქმედებებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულოები, გამგეობის რწმუნებულები, სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის დაწესებულებები....)
როგორც ხოფერიამ აღნიშნა, ნოტარიუსთა პალატა სასწავლო ცენტრის საზაფხულო შენობის აშენებას სურამშიც გეგმავს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ სასწავლო ცენტრის პრეზენტაცია მოაწყო
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის პრეზენტაციას, რომელიც დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მოეწყო, ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებთან ერთად, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და სასწავლო ცენტრის მიწვეული სპეციალისტები დაესწრნენ.როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ განაცხადა, ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა. „ნოტარიატის სისტემა მრავალმხრივად ვითარდება. სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას ნოტარიუსის სტაჟიორთა გადამზადება წარმოადგენს. სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს ნოტარიუსის სტაჟიორთა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას რვა თვის განმავლობაში. სტაჟიორები თეორიულ კურსს გაივლიან სასწავლო ცენტრის ოფისში, სადაც მათ მოწვეული სპეციალისტები წაუკითხავენ ლექციებს, სანოტარო პრაქტიკის გასავლელად სტაჟიორებს სანოტარო ბიუროებში ნოტარიუსებთან მიავლენენ.
ამჟამად გამოცხადებულია ნოტარიუსის სტაჟიორთა კონკურსი, რომლის პირველი ეტაპიც, ტესტირება ზოგად უნარებში, 4 ოქტომბერს ჩატარდება“, - აღნიშნა ხოფერიამ.
სტაჟირება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების ერთ-ერთი წინაპირობაა. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველო კანონის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება, დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
ნოტარიუსის სტაჟიორთა გადამზადების გარდა, სასწავლო ცენტრი ნოტარიუსთა პროფესიული სრულყოფის, მისი კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს, უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის სემინარის, სასწავლო კურსის, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებასა და დისკუსიების მოწყობას ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა შემცვლელი პირებისთვის, აგრეთვე, იმ პირთათვის რომლებიც ახორციელებენ სანოტარო მოქმედებებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულოები, გამგეობის რწმუნებულები, სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის დაწესებულებები....)
როგორც ხოფერიამ აღნიშნა, ნოტარიუსთა პალატა სასწავლო ცენტრის საზაფხულო შენობის აშენებას სურამშიც გეგმავს.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished