საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ მზრუნველობამოკლებულ პატარებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „მომავლის სახლის“ აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სასკოლო ჩანთებით დაასაჩუქრა. ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებთან ერთად, ბავშვებს მომღერლები: სოფო ბედია, ნოდარ ტატიშვილი, ნინო ჩხეიძე და დუეტი „ჯორჯია“-ც ეწვივნენ.
მომღერლებმა პატარებს ჩანთები თვითონ გადასცეს და მათთან ერთად საქართველოს ჰიმნიც იმღერეს.
როგორც ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ განაცხადა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებებს აქტიურად აწყობს. პალატის წარმომადგენლები მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და ხანდაზმულთა პანსიონატის ბინადართ საჩუქრებით ხშირად სტუმრობენ და დღესასწაულებს: ახალ წელს, ქრისტეშობასა და ნოტარიუსთა პროფესიულ დღეს მათთან ერთად ატარებენ. 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაული, ნოტარიუსთა პალატამ თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მიულოცა და ერთი დღე მთაწმინდის პარკში გაატარებინა.