ნოტარიუსთა პალატამ მზრუნველობამოკლებულ პატარებს მარიამობა მიულოცა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის საქველმოქმედო აქცია გამართა. 4-დან 6-წლამდე  ასაკის 15-მა მზრუნველობამოკლებულმა ბავშვმა ერთი დღე მთაწმინდის პარკ „ბომბორა“- ში გაატარა.  პარკის შესასვლელში ჩაძინებული „ბომბორა“, კარუსელები, ტკბილეული და მთაწმინდის პარკის სამახსოვროდ ლოყებსა და ხელებზე დახატული „სპაიდერმენი“ და „ყვავილები“  პატარებს დიდხანს არ დაავიწდებათ.
ნოტარიუსთა პალატა ჩვილ ბავშვთა სახლთან აქტიურად თანამშრომლობს. პალატის წარმომადგენლები მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საჩუქრებით ხშირად სტუმრობენ და დღესასწაულებს: ახალ წელს, ქრისტეშობასა და ნოტარიუსთა პროფესიულ დღეს მათთან ერთად ატარებენ. როგორც ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის მოადგილემ ლალი გზირიშვილმა აღნიშნა, ნოტარიუთა პალატა საქველმოქმედო ღონისძიებებს მომავალშიც გააგძელებს.