ივლისში შესრულებული 116356 სანოტარო მოქმედებიდან 449 განცხადება ონლაინრეჟიმში დამოწმდა და 37 სააღსრულებო ფურცელი გაიც

2010 წლის ივლისის თვეში საქართველოს ტერიტორიაზე 116356 სანოტარო მოქმედება შესრულდა. აქედან ონლაინრეჟიმში 449 განცხადება დამოწმდა.

პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, ონლაინრეჟიმში, განცხადებების დამოწმების პრაქტიკა საქართველოში 2010 წლის 20 იანვრიდან, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დაინერგა და მოქალაქეთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია.
ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში საქართველოს ნოტარიუსების მიერ 37 სააღსრულებო ფურცელი გაიცა. 2010 წლის პირველი აპრილიდან, „ნოტარიატის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების თანახმად, მოქალაქეს შეუძლია, ნოტარიუსთან იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელშეკრულებაში სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობა მოითხოვოს, რაც იმას ნიშნავს, რომ იპოთეკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავისას, დაზარალებული მოქალაქე სააღსრულებო ფურცელს პირდაპირ ნოტარიუსთან, სასამართლოს გარეშე, მიიღებს. მანამდე ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს მხოლოდ დაგირავეული ქონების რეალიზაციის საფუძველზე გასცემდა. აღნიშნული სიახლე მოქალაქეებს ზედმეტი ხარჯისა და დროს დაზოგვის საშუალებას აძლევს.  
მოქალაქეები სანოტარო ბიუროებს, ყველაზე ხშირად სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებების,  დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე  თარგმანის სისწორის დასამოწმებლად და ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად მიმართავენ. 
ზუსტი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა იმის გასაანალიზებლად გახდა საჭირო, თუ მოქალაქეებს ყველაზე ხშირად რა სახის მომსახურების გაწევა სჭირდებათ.