მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით ნოტარიუსთა პალატა აქტიურად მუშაობს. 2009 წლის დეკემბრიდან პალატის არქივში დაინერგა დაჩქარებული მომსახურება. აღნიშნული სიახლე მომხმარებელთა ინტერესებს ითვალისწინებს და მოქალაქეს საშუალებას აძლევს, მისთვის საჭირო მომსახურება ხელსაყრელ დროს მიიღოს.
ამასთან, გასული წლის დეკემბრიდან ნოტარიუსთა პალატამ მემკვიდრეობის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ანდერძის თაობაზე არსებული მონაცემების ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვა დაიწყო. ელექტრონულ სანოტარო პროგრამაში აღირიცხება ამომწურავი ინფორმაცია მამკვიდრებლებისა და იმ მემკვიდრეების თაობაზე, რომელთაც სანოტარო ბიუროში შეტანილი ჰქონდათ განცხადება სამკვიდრო მოწმობის მიღებასთან დაკავშირებით ან უკვე მიღებული აქვთ სამკვიდრო მოწმობა; ასევე, ყველა ანდერძი, რომელიც ინახება სანოტარო არქივებში.
სამემკვიდრეო საქმეთა და ანდერძების ელექტრონული (სკანირებული) ვერსია 2011 წლის პირველი იანვრისთვის უკვე მზად იქნება, რაც მოქალაქეთა მომსახურებას მნიშვნელოვლად გაამარტივებს და ეფექტურს გახდის.
ნოტარიუსთა პალატის არქივი წლეულს 7 ათასამდე მოქალაქეს მოემსახურა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივი 2010 წელს 7 ათასამდე მოქალაქეს მოემსახურა. ნოტარიუსთა პალატის არქივში ინახება გათავისუფლებული ან უფლებამოსილებაშეჩერებული ნოტარიუსების მიერ შესრულებული სანოტარო აქტები და გაიცემა ამ აქტების დამოწმებული ასლები. ამასთან, არქივი გასცემს ინფორმაციას სამკვიდრო მოწმობის მისაღებად აღნიშნულ ნოტარიუსებთან შეტანილი განაცხადების შესახებ.მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით ნოტარიუსთა პალატა აქტიურად მუშაობს. 2009 წლის დეკემბრიდან პალატის არქივში დაინერგა დაჩქარებული მომსახურება. აღნიშნული სიახლე მომხმარებელთა ინტერესებს ითვალისწინებს და მოქალაქეს საშუალებას აძლევს, მისთვის საჭირო მომსახურება ხელსაყრელ დროს მიიღოს.
ამასთან, გასული წლის დეკემბრიდან ნოტარიუსთა პალატამ მემკვიდრეობის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ანდერძის თაობაზე არსებული მონაცემების ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვა დაიწყო. ელექტრონულ სანოტარო პროგრამაში აღირიცხება ამომწურავი ინფორმაცია მამკვიდრებლებისა და იმ მემკვიდრეების თაობაზე, რომელთაც სანოტარო ბიუროში შეტანილი ჰქონდათ განცხადება სამკვიდრო მოწმობის მიღებასთან დაკავშირებით ან უკვე მიღებული აქვთ სამკვიდრო მოწმობა; ასევე, ყველა ანდერძი, რომელიც ინახება სანოტარო არქივებში.
სამემკვიდრეო საქმეთა და ანდერძების ელექტრონული (სკანირებული) ვერსია 2011 წლის პირველი იანვრისთვის უკვე მზად იქნება, რაც მოქალაქეთა მომსახურებას მნიშვნელოვლად გაამარტივებს და ეფექტურს გახდის.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished