ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თამჯდომარე, მოადგილე და გამგეობის წევრები გასული წლის მარტში ჩატარებულ ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაზე აირჩიეს. დღეს რიგგარეშე კრებაზე გამგეობის გამოკლებული წევრი აირჩა.
კრებაზე ნოტარიუსებს სანოტარო ბიუროების პალატის მიერ დამზადებული აბრები გადასცეს. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მიხედვით, სანოტარო ბიუროები თანამედროვე სტანდარტების თანახმად უნდა მოეწყოს. განახლებული აბრები აღნიშული სტანდარტების შესაბამისად დამზადდა.
აბრასთან ერთად, ნოტარიუსებს გადასცეს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სერტიფიკატებიც, რომელიც სადაზღვევოს კომპანია „იმედი ელ ინტერნაშენალ“-მა დაამზადა. ნოტარიუსთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა ნოტარიუსის მიერ მოქალაქისადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს. ნოტარიუსი ვალდებულია, პროფესიული დაზღვევის მიზნით, სადაზღვევო კომპანიასთან გააფორმოს ხელშეკრულება. მოქალაქისადმი მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია. ნოტარიუსის სავალდებულო პროფესიული სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა წელიწადში 100 000 ლარს შეადგენს.
პალატის წევრთა კრებაზე „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებაში“ შესატანი ცვლილებებიც განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ნოტარიუსებმა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი აირჩიეს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე კრებაზე, რომელიც დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა, პალატის გამგეობის წევრი ფარული კენჭისყრით აირჩიეს. კრების დამსწრე ნოტარიუსთა ხმების უმრავლესობა ნოტარიუსმა ნარგიზა ჯანხოთელმა მიიღო.ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თამჯდომარე, მოადგილე და გამგეობის წევრები გასული წლის მარტში ჩატარებულ ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაზე აირჩიეს. დღეს რიგგარეშე კრებაზე გამგეობის გამოკლებული წევრი აირჩა.
კრებაზე ნოტარიუსებს სანოტარო ბიუროების პალატის მიერ დამზადებული აბრები გადასცეს. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მიხედვით, სანოტარო ბიუროები თანამედროვე სტანდარტების თანახმად უნდა მოეწყოს. განახლებული აბრები აღნიშული სტანდარტების შესაბამისად დამზადდა.
აბრასთან ერთად, ნოტარიუსებს გადასცეს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სერტიფიკატებიც, რომელიც სადაზღვევოს კომპანია „იმედი ელ ინტერნაშენალ“-მა დაამზადა. ნოტარიუსთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა ნოტარიუსის მიერ მოქალაქისადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს. ნოტარიუსი ვალდებულია, პროფესიული დაზღვევის მიზნით, სადაზღვევო კომპანიასთან გააფორმოს ხელშეკრულება. მოქალაქისადმი მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია. ნოტარიუსის სავალდებულო პროფესიული სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა წელიწადში 100 000 ლარს შეადგენს.
პალატის წევრთა კრებაზე „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებაში“ შესატანი ცვლილებებიც განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished