კონფერენციაზე გარიგების სანოტარო წესით დამოწმების უპირატესობაზე ისაუბრეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და საფრანგეთის ნოტარიუსთა უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ერთობლივი კონფერენცია დღეს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაგრძელდა. დელეგაციის წევრები ნოტარიუსთა პალატას გუშინ ეწვივნენ.

კონფერენცია საქართველოს იუტიციის მინისტრის მოადგილემ დავით ჯანდიერმა გახსნა. შეხვედრაზე გარიგებების სანოტარო წესით დამოწმების უპირატესობაზე ისაუბრეს. საფრანგეთის ნოტარიუსთა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გარიგებების გაფორმების საფრანგეთში არსებული პრაქტიკა გააცნეს. აღსანიშნავია, რომ ფრანგული კანონდებლობა გარიგებების სანოტარო წესით დამოწმების ვალდებულებას ითვალისწინებს.

კონფერენციის შემდეგ სტუმრებმა ბათუმი დაათვალიერეს და მაღალმთიან აჭარასაც ესტუმრნენ.

გუშინ საფრანგეთის დელეგაციის წევრები იუსტიციის მინისტრსაც შეხდნენ. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთის ნოტარიატის თანამშრომლობასა და სისტემის განვითარების პერსპექტივებს შეეხო. მხარეებმა გარიგებების სანოტარო წესით დამოწმების უპირატესობაზეც ისაუბრეს. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მუშავდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს.