მოქალაქეები სანოტარო ბიუროებს, უმეტესად, დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმანის სისწორის დასამოწმებლად, ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად და სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების დასამოწმებლად მიმართავენ. ამასთან, საინტერესოა პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული განცხადებების სტატისტიკა. ონლაინრეჟიმში მაისის თვეში 366 განცხადება დამოწმდა. პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, ონლაინრეჟიმში, განცხადებების დამოწმების პრაქტიკა საქართველოში 2010 წლის 20 იანვრიდან, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დაინერგა.
ზუსტი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა იმის გასაანალიზებლად გახდა საჭირო, თუ მოქალაქეებს ყველაზე ხშირად რა სახის მომსახურების გაწევა სჭირდებათ.
2009 წლის 17 აგვისტოდან საქართველოში მოქმედი ყველა ნოტარიუსი გადავიდა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე, რამაც მნიშვნელოვნად დაჩქარდა და გაამარტივდა მოქალაქეთა მომსახურება. დაინტერესებულ პირს სანოტარო პალატის ვებგვერდზე, სახლიდან გაუსვლელად, შეუძლია გადაამოწმოს, რეგისტრირებულია თუა არა მისი სანოტარო აქტი.
მაისში შესრულებული 109712 სანოტარო მოქმედებიდან 366 განცხადება ონლაინრეჟიმში დამოწმდა
საქართველოს ნოტარიუსებმა 2010 წლის მაისის თვეში ქვეყნის ტერიტორიაზე 109712 სანოტარო მოქმედება შეასრულეს. აქედან თბილისის ნოტარიუსების მიერ – 67892 სანოტარო მოქმედება შესრულდა, აღმოსავლეთ საქართველოს ნოტარიუსების მიერ – 20067 სანოტარო მოქმედება, დასავლეთ საქართველოს ნოტარიუსების მიერ - 13830 სანოტარო მოქმედება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსების მიერ - 7923 სანოტარო მოქმედება.მოქალაქეები სანოტარო ბიუროებს, უმეტესად, დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმანის სისწორის დასამოწმებლად, ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად და სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების დასამოწმებლად მიმართავენ. ამასთან, საინტერესოა პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული განცხადებების სტატისტიკა. ონლაინრეჟიმში მაისის თვეში 366 განცხადება დამოწმდა. პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, ონლაინრეჟიმში, განცხადებების დამოწმების პრაქტიკა საქართველოში 2010 წლის 20 იანვრიდან, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დაინერგა.
ზუსტი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა იმის გასაანალიზებლად გახდა საჭირო, თუ მოქალაქეებს ყველაზე ხშირად რა სახის მომსახურების გაწევა სჭირდებათ.
2009 წლის 17 აგვისტოდან საქართველოში მოქმედი ყველა ნოტარიუსი გადავიდა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე, რამაც მნიშვნელოვნად დაჩქარდა და გაამარტივდა მოქალაქეთა მომსახურება. დაინტერესებულ პირს სანოტარო პალატის ვებგვერდზე, სახლიდან გაუსვლელად, შეუძლია გადაამოწმოს, რეგისტრირებულია თუა არა მისი სანოტარო აქტი.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished