ნოტარიუსთა პალატა სანოტარო კანონმდებლობის დახვეწაზე მუშობს
სანოტარო კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, ყაზბეგში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში, ნოტარიუსებთან ერთად, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
სანოტარო და სასამართლო პრაქტიკის გაანალიზების საფუძველზე, შემუშავდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შესატანი
ცვლილებების პროექტი. საკანონმდებლო ცვლილებები მოიცავს სამემეკვიდრეო საქმისწარმოებასა და სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული ახალი სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებასა და სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანას.
ცვლილებები, ასევე, შეეხება გარიგებებს. გარიგებებთან დაკავშირებული სასამართლო დავების პრაქტიკის განხილვა-გაანალიზების საფუძველზე, შემუშავდა საერთო მიდგომა, რაც ხელს შეუწყობს გარიგებების სანოტარო წესით დამოწმების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.
ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სანოტარო კანონმდებლობის, საერთაშორისო ნორმებისა და მოქალაქეთა მოთხოვნის შესაბამისად, დახვეწა წარმოადგენს. რაც პირდაპის აისახება სანოტარო საქმიანობის ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესებაზე.