ნოტარიუსობის მსურველთა სტაჟირება დაიწყო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსობის მსურველთა სტაჟირება დაიწყო. სტაჟირებას გადის 30 იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელთაც კონკურსი წარმატებით გადალახეს.
სტაჟირება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. სწავლება რვათვიანია და მოიცავს ორ ეტაპს: თეორიულ და პრაქტიკულ კურსს. თეორიული კურსზე, 5 თვის განმავლობაში, სტაჟიორები სრულყოფილად სწავლობენ სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებს, ნოტარიუსისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, მოქალაქეთა ეფექტურად და ხარისხიანად მომსახურებას. ხოლო პრაქტიკულ სწავლებას სანოტარო ბიუროებსა და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გადიან.
შესაბამისად, ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრების მომზადებას.