იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პრობაციონერთა დასაქმების პროექტის ფარგლებში, გაიმართა კონკურსი, სადაც 15 პრობაციონერი მონაწილეობდა. ნოტარიუსთა პალატამ ორი თანამშრომელი კონკურსში გამარჯვებულთაგან შეარჩია. მათ მოვალეობაში შედის ნოტარიუსთა პალატის საფოსტო გზავნილების ფოსტაში ჩაბარება და კორესპონდენციების ადრესატისათვის გადაცემა.
როგორ ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ახალგაზრდებისთვის ეს კარგი შანსია, რათა მათ შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრირება და უკეთესი მომავალი ჰქონდეთ. „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დასაქმების პროგრამაში მონაწილოებას აქტიურად განაგძობს, პრობაციონერთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება სამომავლოდაც იგეგმება,“ - აღნიშნა ხოფერიამ.
ნოტარიუსთა პალატამ გასული წლის პირველი ოქტომბიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლის სალომე გარუჩავაც დაასაქმა. იგი მოქალაქეებს სანოტარო მოქმედებების ელექტრონულ რეესტრში არსებულ ინფორმაციას ტელეფონის საშუალებით აწვდის. შესაბამისად, მოქალაქეები, ვისაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდება, სანოტარო აქტების შესახებ მათთვის საჭირო ნებისმიერ ცნობას სახლიდან გაუსვლელად იღებენ.
ნოტარიუსთა პალატამ ორი პრობაციონერი დაასაქმა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა განაგძობს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაწყებულ დასაქმების პროგრამაში მონაწილეობას. ამჟამად პალატამ ორი პრობაციონერი დაასაქმა. 19 წლის რატი მაღლაკელიძე და 21 წლის ნიკოლოზ გაგაძე ნოტარიუსთა პალატაში 10 მაისიდან კურიერად მუშაობენ.იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პრობაციონერთა დასაქმების პროექტის ფარგლებში, გაიმართა კონკურსი, სადაც 15 პრობაციონერი მონაწილეობდა. ნოტარიუსთა პალატამ ორი თანამშრომელი კონკურსში გამარჯვებულთაგან შეარჩია. მათ მოვალეობაში შედის ნოტარიუსთა პალატის საფოსტო გზავნილების ფოსტაში ჩაბარება და კორესპონდენციების ადრესატისათვის გადაცემა.
როგორ ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ახალგაზრდებისთვის ეს კარგი შანსია, რათა მათ შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრირება და უკეთესი მომავალი ჰქონდეთ. „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დასაქმების პროგრამაში მონაწილოებას აქტიურად განაგძობს, პრობაციონერთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება სამომავლოდაც იგეგმება,“ - აღნიშნა ხოფერიამ.
ნოტარიუსთა პალატამ გასული წლის პირველი ოქტომბიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლის სალომე გარუჩავაც დაასაქმა. იგი მოქალაქეებს სანოტარო მოქმედებების ელექტრონულ რეესტრში არსებულ ინფორმაციას ტელეფონის საშუალებით აწვდის. შესაბამისად, მოქალაქეები, ვისაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდება, სანოტარო აქტების შესახებ მათთვის საჭირო ნებისმიერ ცნობას სახლიდან გაუსვლელად იღებენ.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished