ნოტარიუსებს აქტუალურ საკითხებზე სემინარები ჩაუტარდათ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი ყველა ნოტარიუსისთვის სავალდებულო სემინარები  ჩატარდა.

სემინარები ნოტარიუსთათვის აქტუალურ საკითხებს: სანივთო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, ადმინისტრაციული სამართლის პროცესი და სამოქალაქო სამართლის პროცესი,  მოიცავდა.

სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ნოტარიუსთათვის სავალდებულო სემინარები წელიწადში ორჯერ ტარდება და მიზნად ისახავს კანონმდებლობაში დანერგილი სიახლეების გაცნობას, აქტუალარ საკითხებსა და პრობლემებზე მსჯელობასა და მათ გადაჭრას.

სემინარების პრაქტიკული ნაწილი ამა წლის სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.