სამართლის სკოლის სტუდენტები ნოტარიატში გატარებულ რეფორმებს გაეცნენ
საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები ეწვივნენ. პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა თეა აბრამიძემ მათ ნოტარიატში გატარებული რეფორმები, ელექტრონული სანოტარო სერვისები და ნოტარიუსთა პალატის ფუნქციები გააცნო. სტუდენტები, ასევე, დაინტერესდნენ ნოტარიუსად დანიშვნის პირობებით. სამომავლოდ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების სურვილი ბევრმა მათგანმა გამოთქვა.
ნოტარიუსთა პალატა აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან. უერთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე 23 უმალღეს სასწავლებელთან, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთანაც, აქვს გაფომებული. პალატის წარმომადგენლები სანოტარო სამართლით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ხშირად ატარებენ ლექცია-სემინარებს. სტუდენტები სანოტარო ბიუროებში ყოველწილიურად სამთვიანი პრაქტიკული სწავლების კურსს გადიან.