ნოტარიუსთა პალატამ ხელშეკრულება გააფორმდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“– სთან, სადაც შეიქმნა ნოტარიუსთა საპენსიო ფონდი. აღნიშნულ ფონდში ნოტარიუსთა საერთო შემოსავლიდან გარკვეული თანხა ჩაირიცხება და ნოტარიუსებს პენსიაში გასვლის შემდეგ პენსიით კერძო საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ კერძო საპენსიო დაზღვევის პრაქტიკა დანერგა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ აპრილიდან ნოტარიუსთა კერძო საპენსიო დაზღვევა დაიწყო. როგორც ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა პირველი სახელმწიფო უწყებაა, სადაც კერძო საპენსიო დაზღვევა ამოქმედდა. „მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს. საპენსიო დაზღვევას, სამედიცინო დაზღვევის მსგავსად, მთლიანად კერძო სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ. იმედია, საქართველოში სხვა უწყებებიც მოგვბაძავენ“, – აღნიშნა ხოფერიამ.ნოტარიუსთა პალატამ ხელშეკრულება გააფორმდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“– სთან, სადაც შეიქმნა ნოტარიუსთა საპენსიო ფონდი. აღნიშნულ ფონდში ნოტარიუსთა საერთო შემოსავლიდან გარკვეული თანხა ჩაირიცხება და ნოტარიუსებს პენსიაში გასვლის შემდეგ პენსიით კერძო საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished