სემინარები ნოტარიუსთათვის აქტუალურ საკითხებზე

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთათვის აქტუალურ საკითხებზე სემინარების ჩატარებას იწყებს. სემინარი მოიცავს  შემდეგ თემებს: სანივთო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, ადმინისტრაციული სამართლის პროცესი და სამოქალაქო სამართლის პროცესი.

პირველ ეტაპზე ტრენინგი ჩატარდება დასავლეთ საქართველოს რეგიონების ნოტარიუსებისთვის ქუთაისში. აღნიშნულ თემებზე სემინარებს ეტაპობრივად დაესწრება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ნოტარიუსი.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, კანონმდებლობაში დანერგილი სიახლეების გაცნობის,  აქტუალარ საკითხებსა და პრობლემებზე მსჯელობისა და მათი გადაჭრის მიზნით,  ნოტარიუსთათვის სემინარები წელიწადში ორჯერ ტარდება.