80 წლის ქალბატონი ნოტარიუსთა პალატისგან ყოველთვიურად ფულად დახმარებას მიიღებს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ საქველმოქმედო აქცია მოაწყო. პალატის წარმომადგენლები თიანეთის რაიონში, სოფელ მამადაანებში მცხოვრებ მოხუც ქალბატონს ევა მამადაშვილს ეწვივნენ და საკვები პროდუქტები და მედიკამენტები ჩაუტანეს. ამასთან, ქალბატონი ევა ნოტარიუსთა პალატისგან ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად ფულად დახმარებას, 100 ლარსაც მიიღებს.
ნოტარიუსთა პალატამ ევა მამადაშვილის მდგომარეობის შესახებ სატელევიზიო გადაცემა „პოსტკრიპტუმში“ გასული სიუჟეტიდან შეიტყო. 80 წლის მოხუც ქალბატონს უნარშეზღუდული შვილები ჰყავს და უკიდურესად გაჭირვებულ პირობებში ცხოვრობს.
როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, ნოტარიუსთა პალატა საქველმოქმედო აქციებს ხშირად აწობს და აქტიურად ეხმარება მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს, მოხუცთა თავშესაფრის ბინადართ და სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს.