ნოტარიუსთა პალატა უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას აგრძელებს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთათვის სანოტარო სამართლის შესწავლაში ხელის შეწყობას, მათთვის ლექცია-სემინარების ჩატარებას. ამასთან, სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ერთად, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები სანოტარო ბიუროებში სამთვიან პრაქტიკულ კურსს გაივლიან და შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უმაღლეს სასწავლებლებთან აქტიურად თანამშრომლობს. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი მეექვსე უმაღლესი სასაწავლებელია, ვისთანაც ნოტარიუსთა პალატამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. უკვე რამდენიმე წელია, თანამშრომლობა გრძელდება თბილის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, საქართველოს უნივერსიტეტთან, კავკასიის უნივერსიტეტთან, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტთან. აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენრები სანოტარო ბიუროებში პრაქტიკულ სწავლებას ყოველ წელს გადიან.