მოქალაქეებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანი აუნაზღაურდებათ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, მოქალაქეებს ამიერიდან ნოტარიუსის მიერ  გაუფრთხილებლად ან განზრახ მიყენებული ზიანი აუნაზღაურდებათ. იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 მარტის ბრძანების საფუძველზე, ნოტარიუსი ვალდებულია, პროფესიული დაზღვევის მიზნით,  სადაზღვევო კომპანიასთან გააფორმოს ხელშეკრულება. მოქალაქისადმი მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია. ნოტარიუსის სავალდებულო  პროფესიული სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა წელიწადში 100 000 ლარს შეადგენს.