იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერი 2 აპრილს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ეწვია, სადაც გამგეობის თავმჯომარეს და გამგეობის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ნოტარიატის განვითარების პერსპექტივებზე, სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებსა და კანონმდებლობაში ნოტარიატის როლის გაზრდაზე ისაუბრეს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გამგეობის წევრებს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ნოტარიატის განვითარების საქმეში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
საუბარი, ასევე, შეეხო ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშის რეალურად ამოქმედებას, ნოტარიუსის მიერ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის განხორციელებას, ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების არსებული პრაქტიკის გადახედვას და ამ მიმართულებით კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებს.
ნოტარიუსთა პალატის პრიორიტეტს სანოტარო მომსახურების გაუმჯობესება, ქართული ნოტარიატის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა და ლათინური ნოტარიატის პრინციპებთან მაქსიმალურად დაახლოება წარმოადგენს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ბოლო წლებში ქართულ ნოტარიატში მნივშნელოვანი რეფორმები განხორციელდა, თუმცა სამომავლოდაც არის დაგეგმილი არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რის განხორციელებაში იუსტიციის სამინისტროს როლი ძალიან დიდია.