ნოტარიუსთა პალატაში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, სალომე, რომელსაც გადაადგილების უნარი შეზღუდული აქვს, მოქალაქეებს საკუთარი სახლიდან ემსახურება და მათ სანოტარო მოქმედებების ელექტრონულ რეესტრში არსებულ ინფორმაციას აწვდის. შესაბამისად, მოქალაქეები სანოტარო აქტების შესახებ მათთვის საჭირო ნებისმიერ ცნობას სახლიდან გაუსვლელად იღებენ.
ნოტარიუსთა პალატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომელი წელს 140–მდე მოქალაქეს მოემსახურა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომელი პალატის საქმიანობაში აქტიურად ჩაება. 18 წლის სალომე გარუჩავამ გასული წლის ოქტომბრიდან ამ პერიოდამდე140–მდე მოქალაქეს გაუწია კვალიფიციური სატელეფონო კონსულტაცია. იგი ნოტარიუსთა პალატამ 2009 წლის პირველი ოქტომბრიდან დაასაქმა.ნოტარიუსთა პალატაში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, სალომე, რომელსაც გადაადგილების უნარი შეზღუდული აქვს, მოქალაქეებს საკუთარი სახლიდან ემსახურება და მათ სანოტარო მოქმედებების ელექტრონულ რეესტრში არსებულ ინფორმაციას აწვდის. შესაბამისად, მოქალაქეები სანოტარო აქტების შესახებ მათთვის საჭირო ნებისმიერ ცნობას სახლიდან გაუსვლელად იღებენ.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished