ნოტარიუსები სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ახალ ინსტრუქციას გაეცნენ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ  ბაკურიანში, სასტუმრო „ვერე პალასში“ ნოტარიუსებითვის მოწყობილი შეხვედრა–სემინარი დასრულდა. სემინარი ორ ეტაპად, 13 და 19 თებერვალს ჩატარდა და მასში 100–მდე ნოტარიუსი მონაწილეობდა.
შეხვედრის თემა იყო სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის ახალი პროექტი.
„ნოტარიატის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ საჭირო გახდა სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის აღნიშნულ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ შეიმუშავა სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის ახალი პროექტი, რომელიც სემინარზე განიხილეს. ნოტარიუსთა მიერ შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნები პროექტის საბოლოო  ვარიანტის ჩამოყალიბებისას იქნება გათვალისწინებული.