„საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის ბრძანების საფუძველზე, ცვლილება შევიდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში. აღნიშნული ცვლილების თანახმად, როცა არასრულწლოვნის პასპორტის ასაღებად, ან მის საზღვარგარეთ გასაყვანად უცხოეთში მყოფი მშობლის თანხმობაა საჭირო, მშობელს შეუძლია, ონლაინრეჟიმში დაუკავშირდეს ნოტარიუსს და აღნიშნული პიროვნების იდენტიფიცირებსა და პირადობის დადასტურების შემდეგ, ნოტარიუსი დაამოწმებს მშობლის თანხმობას. მშობლის მაგივრად თანხმობაზე ხელის მოწერა მის მიერ არჩეულ პირს შეუძლია“, – განაცხადა ნინო ხოფერიამ.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება უცხოეთში მყოფ მშობელს საშუალებას აძლევს, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, ნოტარიუსთან მიუსვლელად, დროულად და ზედმეტი ხარჯის გარეშე მიიღოს.
მშობლის თანხმობის ნოტარიულად დამოწმება ონლაინრეჟიმში იქნება შესაძლებელი
სანოტარო საქმიანობაში კიდევ ერთი სიახლეა. უცხოეთში მყოფ მშობელს შესაძლებლობა ეძლევა, ნოტარიუსთან მიუსვლელად, ონლაინრეჟიმში განაცხადოს დასტური არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გასაყვანად ან პასპორტის ასაღებად თანხმობის დამოწმებაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ დღეს პრესკონფერენცია გამართა.„საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის ბრძანების საფუძველზე, ცვლილება შევიდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში. აღნიშნული ცვლილების თანახმად, როცა არასრულწლოვნის პასპორტის ასაღებად, ან მის საზღვარგარეთ გასაყვანად უცხოეთში მყოფი მშობლის თანხმობაა საჭირო, მშობელს შეუძლია, ონლაინრეჟიმში დაუკავშირდეს ნოტარიუსს და აღნიშნული პიროვნების იდენტიფიცირებსა და პირადობის დადასტურების შემდეგ, ნოტარიუსი დაამოწმებს მშობლის თანხმობას. მშობლის მაგივრად თანხმობაზე ხელის მოწერა მის მიერ არჩეულ პირს შეუძლია“, – განაცხადა ნინო ხოფერიამ.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება უცხოეთში მყოფ მშობელს საშუალებას აძლევს, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, ნოტარიუსთან მიუსვლელად, დროულად და ზედმეტი ხარჯის გარეშე მიიღოს.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished