ნოტარიუსებს თავდაცვის სამინისტრო მადლობას უხდის
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მადლობას უხდის ნოტარიუსებს: ლიანა ბუხრიკიძეს, ნინო უბერს, ეკატერინე შენგელიასა და ეკატერინე ჯელაძეს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების თანადგომისთვის. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, აღნიშნული ნოტარიუსები დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების წევრებისთვის ბინების გადაცემის პროცედურებში მონაწილეობდნენ და მათი ხელშეწყობით, ბინების გადაცემის პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდა.Useful Links
For Members
Poll
All polls are finished