საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ მზრუნველობამოკლებული პატარები დაასაჩუქრა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბინადართ დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ტკბილეულით დაასაჩუქრა. თავშესაფრის ხელმძღვანელობამ  და მზრუნველობამოკლებულმა პატარებმა სტუმრების საპატივცემულოდ კონცერტი გამართეს.
ნოტარიუსთა პალატა ჩვილ ბავშვთა სახლთან აქტიურად თანამშრომლობს. პალატის წარმომადგენლებმა თავშესაფრის ბიდანართ ქრისტეშობის დღესასწაული გასულ წელსაც მიულოცეს, ხოლო 7 ნოემბერს, ნოტარიუსთა პროფესიული დღე მზრუნველობამოკლებულ პატარებთან ერთად აღნიშნეს.