ნოტარიუსთა პალატაში საქართველოს კონსულები ტრენინგებს გადიან
საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში საქართველოს კონსულებს სანოტარო მოქმედებების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის პროცედურების შესასწავლად სამდღიანი ტრენინგი უტარდებათ.
კანონმდებლობით, ნოტარიუსის გარდა, რიგი სანოტარო მოქმედებების შესრულების უფლება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირებსაც აქვთ. მაგალითად, კონსულს შეუძლია დაამოწმოს: ანდერძი, დოკუმენტის ასლი, დოკუმენტზე ხელმოწერის ნადვილობა, დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმანის სისწორე; დაადასტუროს: პირის ცოხლად ყოფნის ფაქტი, პირის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობა, დოკუმენტის წარდგენის დრო, საზღაო პროტესტი...
აღნიშნული სანოტარო მოქმედებების შესრულებისას კონსული ვალდებულია სანოტარო აქტი ელექტრონულ რეესტრში დაარეგისტრიროს. 2009 წლიდან სანოტარო წესით დამოწმებული ყველა დოკუმენტი ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირდება.
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირები ელექტრონული რეესტრში რეგისტრირების პროცედურების სწავლებას ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში პერიოდულად გადიან.