ნოტარიუსები სანოტარო მედიაციაში ტრენინგებს გადიან
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ორგანიზებით, დღეიდან ნოტარიუსებისთვის სანოტარო მედიაციაში ტრენინგები დაიწყო. ნოტარიუსები სწავლებას ერთი თვის განავლობაში ეტაპობრივად გაივლიან.
ტრენინგების დასრულების შემდეგ, ნოტარიუსები შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ და მედიატორის ფუნქციას შეასრულებენ.
ნოტარიუსს მედიატორის ფუნქცია„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების თამახმად მიენიჭა. ნოტარიუსი შეიძლება იყოს მედიატორი მოდავე მხარეთა შორის სამემკვიდრეო, სამეზობლო, საოჯახო და სხვა დავების (თუ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის ასეთ დავაზე მედიაციის განხორციელების სპეციალური წესი) შემთხვევაში.
მედიაცია, მათ შორის სანოტარო მედიაცია, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზაა. იგი მოდავე მხარეებს უმარტივებს პრობლემის მოგვარებას. დაზარალებულ მხარეს აღარ უწევს სასამართლოში წასვლა, იხდის ნაკლებს, ამასთან, მორიგების აქტი მოწმდება სანოტარო წესით და ნოტარიუსი, საჭიროების შემთხვევაში, გასცემს სააღსრულებო ფურცელს.