ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს საბუთების მიღებას ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის.
გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი - ზოგადი უნარ-ჩვევები, 13-14 ნოემბერი, 2015 წ.
II ეტაპი - პროფესიული ტესტი, 20-21 ნოემბერი, 2015 წ.
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;
- CV;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ფერადი ფოტოსურათი 3/4-ზე;
- გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით (იხ. საბანკო რეკვიზიტები)
საბუთების მიღება წარმოებს 7 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge
საკონტაქტო პირი - ქეთევან ზვიადაძე, ტესტირების კოორდინაციის სამსახურის უფროსი, kzviadadze@tcj.gov.ge 294 22 65
იხილეთ საკვალიფიკაციო
გამოცდასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 10 ოქტომბრის №1359
ბრძანება;
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599